დონალდ ტრამპმა ნატოს წევრი სახელმწიფოები გააკრიტიკა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ნატოს სამიტამდე 2 დღით ადრე დონალდ ტრამპმა ალიანსის წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის მიკრობლოგზე ვკითხულობთ.
„ამერიკის შეერთებული შტატები ნატოზე იმაზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს, მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. გერმანია 1%-ს იხდის, ამერიკის შეერთებული შტატები კი 4%-ს“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.
The United States is spending far more on NATO than any other Country. This is not fair, nor is it acceptable. While these countries have been increasing their contributions since I took office, they must do much more. Germany is at 1%, the U.S. is at 4%, and NATO benefits.......
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 9, 2018
2017 წელს აშშ-მა თავდაცვაზე $686 მილიარდი დახარჯა.
2017 წლის ივნისის მონაცემებით, მთლიანი შოდა პროდუქტის 2% ნატოს ბიუჯეტში მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ შეიტანა. აშშ-ის გარდა სტანდარტები დააკმაყოფილა დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა.
ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.





