რუსეთი: ბრიტანეთის ტერიტორიაზე „ნოვიჩოკის“ არსებობით შეშფოთებულები ვართ
მსოფლიო

კრემლი
ფოტო: shutterstock.com
კრამლი უარყოფს და აბსურდს უწოდებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა ბრიტანეთში ქალის გარდაცვალების ფაქტთან რუსეთს კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ამ საკითხზე პირველი კომენტარი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმიდვანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
"ჩვენი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში აბსურდია რუსეთის დადანაშაულება ამ ქალის მოწამვლაში. რუსეთი ღრმად შეშფოთებულია ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ მომწამვლელი ნივთიერებების კვლავ არსებობით და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ ევროპის სხვა ხალხებსაც,"- განმარტა პესკოვმა.
9 ივლისს ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 44 წლის ქალი, სამი შვილის დედა დაუნ სტარჯესი, ნერვულ გაზ "ნოვიჩოკთან" შეხების შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ორი ბრიტანელი, 30 ივნისს სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოწამლულები აღმოჩნდნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“. 45 წლის კაცი - კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
ნიმუშების დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ქალი და კაცი მოიწამლნენ „ნოვიჩოკით“, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც იგივე აგენტი, რომლითაც მოიწამლნენ სერგეი და იულია სკრიპალები.




