დიდ ბრიტანეთში Brexit-ის საკითხებში ახალი მინისტრი დანიშნა
მსოფლიო

დომინიკ რაბი
ფოტო: Facebook
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზაი მეიმ Brexit-ის საკითხებში ახალ მინისტრად დომინიკ რაბი დანიშნა, რომელიც მანამდე მშენებლობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ BBC წერს.
44 წლის პოლიტიკოსმა ამ თანამდებობაზე დევიდ დევისი შეცვალა. რომელიც დღეს გადადგა.
მინისტრის გადადგომის მიზეზი დევიდ დევისსა და პრემიერ ტერეზა მეის შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან Brexit-ის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა Brexit-ის შესახებ კოლექტიურ შეთანხმებას 6 ივლისს მიაღწია. ოფიციალური ლონდონი იმედოვნებს რომ კოლექტიური გეგმა ევროკავშირთან ლონდონის მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა.





