2017 წელს აშშ-მა თავდაცვაზე $686 მილიარდი დახარჯა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაცვაზე 686 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ CNBC წერს.
პრეზიდეტ დონალდ ტრამპს სურს ნატოს დანარჩენმა 28 ქვეყანამ ალიანსის გაძლიერებაზე უფრო მეტი თანხა დახარჯოს.
თეთრი სახლის ლიდერმა ნატოს წევრი სახელმწიფოები არაერთხელ გააფრთხილა, რომ დაფინანსებას მოკავშირეების მხარდაჭერაზე შეამცირებდა.
2017 წლის ივნისის მონაცემებით, მთლიანი შოდა პროდუქტის 2% ნატოს ბიუჯეტში მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ შეიტანა. აშშ-ის გარდა სტანდარტები დააკმაყოფილა დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა.
ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.
ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს 49 ორგანიზაცია მიმართავს.





