ია შათირიშვილი
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი Brexit-ზე შეთანხმდა
მსოფლიო

ტერეზა მეი
ფოტო: Facebook
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა Brexit-ის შესახებ კოლექტიურ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ 12-საათიანი სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. საგანგებო სხდომა პრემიერის საზაფხულო რეზიდენციაში, 26 მინისტრის მონაწილეობით გაიმართა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მინისტრების მიერ ხელმოწერილი გეგმა სასოფლო საწარმო საქონლისთვის ევროკავშირთან ახალი თავისუფალი სავაჭრო ზონის და ერთობლივი საბაჟო ტერიტორიის შექმნას გულისხმობს.
ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს რომ კოლექტიური გეგმა ევროკავშირთან ლონდონის მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს.





