პაატა კუპატაძე
Post: ტრამპი მაკრონს სავაჭრო გარიგების სანაცვლოდ ევროკავშირიდან გასვლას სთავაზობდა
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს ევროკავშირის დატოვებისკენ მოუწოდებდა და სანაცვლოდ მოგებიან პირობას სთავაზობდა. ამის შესახებ The Washington Post-ი ევროპულ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აპრილში შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერები ვაჭრობის საკითხს განიხილავდნენ. ტრამპმა მაკრონს ევროკავშირიდან გასვლის სანაცვლოდ ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება საუკეთესო პირობებით შესთავაზა.
უცნობია დათანხმდა თუ არა ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის შეთავაზებას, თუმცა ფაქტია, რომ საფრანგეთი დღემდე ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ რჩება და ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებს.





