28 ივნისი 2018, 16:04
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკში შეხვდებიან
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი
ფოტო: Facebook
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 16 ივლისს ჰელსინკში შეხვდებიან. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგეგმება "რუსულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბარი და ასევე აქტუალური საერთაშორისო საკითხების განხილვა".
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.





