უნგრეთში არალეგალი მიგრანტების დახმარება კანონით დაისჯება
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
უნგრეთის პარლამენტმა „შეაჩერე სოროსის“ სახელით ცნობილი კანონი დაამტკიცა, რომელიც არალეგალი მიგრანტების დახმარებისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
კანონპროექტმა ეს სახელი ამერიკელი მილარდელის ჯორჯ სოროსის გამო მიიღო, რომელიც წარმოშობით უნგრელია და უნგრეთში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.
ახალი კანონი უნგრეთში კანონიერი სტატუსის მოსაპოვებლად არალეგალი მიგრანტის დახმარება ან ფინანსური მხარდაჭერა 12-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ევროსაბჭოსა და ეუთო-ში, სადაც განაცხადეს, რომ დოკუმენტი ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.





