06 მარტი 2017, 13:33
ნათია ჩაჩავა
ბელარუსში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ბელარუსი
გაზიარება
ბელარუსში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, - იუწყება უცხოური მედია. დემონსტრანტები ამჯერად ქალაქ ბრესტში შეიკრიბნენ.
მანიფესტანტებმა მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. დემონსტრანტები კვლავ მთავრობის საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქტივისტები იმ კანონის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც უმუშევრებს სახელმწიფოსთვის ყოველწლიური გადასახადის გადახდას ავალდებულებს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა 17 მარტამდე მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.





