მარინ ლე პენი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს
მსოფლიო

მარინ ლე პენი
საფრანგეთს პრეზიდენტობის კანდიდატი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო კამპანიის დასრულებამდე დაკითხვაზე გამოცხადებაზე უარს ამბობს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ფინანსური მაქცინაციების საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. ადვოკატის თქმით, პრეზიდენტობის კანდოდატმა უკვე აცნობა გამოძიებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე მათთან მისვლას არ გეგმავს.
ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ ორი წლის წინ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელის, მარტინ შულცის ინიციატივით დაიწყეს. მისი ვარაუდით თანხის ნაწილი, რომელსაც ლე პენის პარტია ევროპარლამენტისგან იღებდა, არამიზნობრივად დაიხარჯა.
ორი დღის წინ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მარინ ლე პენის სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, - წერს BBC-ი.
დეპუტატებმა გადაწყვეტილება საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც ლე პენის წინააღმდეგ ძალადობის შემცველი ფოტომასალის გავრცელების ფაქტზე საქმეს იძიებენ.
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის აპრილ-მაისში იგეგმება. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის, "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიონი და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ.





