1972 წელს დაბადებულმა კაცმა Johnson & Johnson-ს $117 მილიონი სასამართლოში მოუგო
მსოფლიო

1972 წელს დაბადებულმა კაცმა Johnson & Johnson-ს 117 მილიონიანი სარჩელი მოუგო. კერძოდ, ნიუ-ჯერსის სასამართლომ სტივენ ლანცოდაზარალებულად ცნო. ამის შესახებ devdiscourse-ი წერს.
დაზარალებულის მტკიცებით, ჯონსონის პროდუქტის საბავშვო ფხვნილი აზბესტს შეიცავს, რის გამოც, მას მეზოთელიომა განუვითარდა. იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც აზბესტის მტვრის შესუნთქვა იწვევს. ლანცო ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდა, რომ ნედლეული მოპოვებისას აზბესტით ბინძურდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას 6,000-მდე ადამიანი უჩივის. კომპანია Johnson & Johnson-ის გაყიდვებმა მხოლოდ 2017 წელს 76.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.





