10 აპრილი 2018, 10:53
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს
მსოფლიო

იულია სკრიპალი
ფოტო: Twitter
გაზიარება
ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის შვილი საავადმყოფოდან გაწერეს და "უსაფრთხო ადგილას" გადაიყვანეს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით BBC წერს.
მედიის ცნობით, იულია სკრიპალმა საავადმყოფო გუშინ დატოვა. რაც შეეხება სერგეი სკრიპალს, ის კვლავ საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა "სწრაფად უმჯობესდება".
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი "ნოვიჩოკით" მოწამლეს.





