სერგეი და იულია სკრიპალები სავარაუდოდ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს
მსოფლიო

სერგეი სკრიპალი იულია სკრიპალი
ფოტო: Twitter
რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე ახალი დეტალების ხდება ცნობილი. გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
მომხდარზე მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების შესახებ ახალი განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის გენერალური სადაზვერვო შტაბის ყოფილ პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის მოწამლვის ინციდენტთან დაკავშირებით "ლიტვინენკოს საქმე" გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ სახელებზე მითითება ნაადრევია.
2006 წელს ალექსანდრე ლიტვინენკო პოლონიუმით მოწამლეს. ის თვენახევარში ლონდონის საავადმყოფოში ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.
სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტია რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა. მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების მოძიება და შერჩევა იყო. 1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო კავშირი დაამყარა. 11 წლის განმავლობაში ის სწორედ ბრიტანეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. 2004 წელს მას პოლკოვნიკს სახელმწიფო ღალატში ბრალი დასდეს. სკრიპალმა პატიმრობაში 6 წელი გაატარა. ის, 2010 წელს, ვადაზე ადრე აშშ-სა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.





