imedi
კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის გამო, აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა
მსოფლიო

კიმ ჩენ ნამი
ფოტო: youtube
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადა, რომელიც კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობას უკავშირდება.
ამერიკის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ კიმ ჩენ ნამი კუალა-ლუმპურის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება VX-ით მოკლეს, რომელიც ქიმიურ იარაღში გამოიყენება.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ხელი ურევია.
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. კიმ ჩენ ნამის მკვლელობის შემდეგ მალაიზიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს. ეჭვმიტანილია ორი ინდონეზიელი ქალი, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ.





