06 მარტი 2018, 12:42
ბრაზილიური თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარი მოიპარეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ბრაზილიის აეროპორტ ვირაკოპუსში თვითმფრინავის ბორტიდან 5 მილიონი დოლარი მოიპარეს. ყაჩაღები თვითმფრინავთან ავტომობილით მივიდნენ, რომელსაც "აეროპორტის სამსახურის ყალბი ციფრები" ჰქონდა. ქურდებმა ფული წაიღეს და გაუჩინარდნენ. ბრაზილიური მედიის ცნობით, ყაჩაღობას 6 წუთი დასჭირდა.
თვითმფრინავს, საიდანაც ფული მოიპარეს, ვირაკოპუსის აეროპორტში შუალედური დაშვება ჰქონდა. ის სან-პაულო-ციურიხის რეისს ასრულებდა. ფულის გადატანაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია Brinkʼs-ი, რომელიც ღირებული ტვირთების დაცვაზეა სპეციალიზებული.





