დაღესტანში პოლიციამ მართლმადიდებლური ეკლესიების დაცვა გააძლიერა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში, დაღესტანში პოლიციამ მართლმადიდებლური ეკლესიების დაცვა გააძლიერა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გადაწყვეტილება ძალოვნამა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიარაღებულმა პირმა ადამიანების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. უბედური შემთხვევა ქალაქ ყიზლარში, ყველიერისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს მოხდა.
18 თებერვალს, 22 წლის ხალილ ხალილოვმა ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 4 ქალი ადგილზე, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
დაღესტანში სროლაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
Russia Church Shooting:
— PM Breaking News (@PMBreakingNews) February 18, 2018
- At least five dead including the shooter
- Witness says that shooter yelled "Allahu Akbar"
- Shooting occurred in the Dagestan region
pic.twitter.com/n8z712RsuG





