ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ BBC წერს.
თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შესვლამდე 3 ადამიანი მოკლა, შენობის შიგნით 12, 2 დაჭრილი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 19 წლის ნიკოლას კრუზია, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ამ სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს.
მომხდარს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და დაშავებულების ოჯახის წევრებს თანაუგრძნო. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ ამერიკულ სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.
ეს 2012 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლაში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მაშინ 26 ადამიანი გარდაიცვალა.





