ფლორიდის სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
მსოფლიო
ფლორიდის სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია მიკრობლოგ Twitter-ზე წერს.
Shooter is now in custody. Scene is still active. #stonemanshooting
— Broward Sheriff (@browardsheriff) February 14, 2018
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 20 დაშავდა, აქედნ 14-ს ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
So far we have at least 14 victims. Victims have been and continue to be transported to Broward Health Medical Center and Broward Health North hospital. #StonemanShooting
— Broward Sheriff (@browardsheriff) February 14, 2018
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთმა მოსწავლემ გახსნა. თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და დაშავებულების ოჯახის წევრებს თანაუგრძნო. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ ამერიკულ სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.
My prayers and condolences to the families of the victims of the terrible Florida shooting. No child, teacher or anyone else should ever feel unsafe in an American school.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 14, 2018





