ზელენსკიმ ტრამპისა და პუტინის მეგობრობა ჰიტლერთან მეგობრობას შეადარა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარ მეგობრად აღიქვამს, ეს თეთრი სახლის ლიდერის გადასაწყვეტია, თუმცა უცნაურად გამოიყურება.
BBC-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ტრამპის მეგობრობა პუტინთან ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობას შეადარა.
„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ეს უცნაურია. ის [პუტინი] აგრესორი და მკვლელია. ის შეუძლებელია იყოს მეგობარი, უბრალოდ შეუძლებელია. ეს იგივეა, რომ ვინმეს მეორე მსოფლიო ომის დროს ეთქვა ჰიტლერზე, რომ ის კარგი მეგობარია. არა, ის არ არის მეგობარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.





