პუტინი: ტრამპის პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმებს არ წყვეტს
მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი
RIAN
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კიევი არ წყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის მცდელობებს, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირი მოწოდებისა, თავი შეიკავოს ამისგან.
„ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს თავდასხმებს ჩვენს გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გააკეთონ და თავი შეიკავონ ამ იერიშებისგან, კიევის ხელისუფლება ასეთ რჩევებს არ უსმენს“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სამშაბათს, ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების სტრატეგიისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხთა კომისიის სხდომაზე გააკეთა.





