16 ნოემბერი 2026, 19:41
ტრამპი პუტინზე: ის შეიძლება ბევრად მკაცრი ყოფილიყო - გულწრფელად რომ ვთქვათ, ის უკან იხევს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის მიმართ საკუთარ პოზიციას გარკვეულწილად არბილებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის შეიძლება ბევრად მკაცრი ყოფილიყო. გულწრფელად რომ ვთქვათ, ის უკან იხევს“, - მიიჩნევს ამერიკის ლიდერი.
გარდა ამისა, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ მოქმედებს უკრაინაში Starlink-ის მუშაობაში შეზღუდვები, მან უპასუხა: „მე ამის შესახებ არ მსმენია“.





