ჯარედ კუშნერი: თუ ევროპა შეძლებს ერთი ადამიანი შეარჩიოს, რომელიც მისი სახელით ილაპარაკებს, ეს უფრო დიდი მიღწევა იქნება, ვიდრე რუსების დარწმუნება, რომ ევროპელები მოლაპარაკებებში ჩართონ
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ჯარედ კუშნერის განცხადებით, თუ ევროპა შეძლებს ერთი ადამიანი შეარჩიოს, რომელიც მისი სახელით ილაპარაკებს, ეს უფრო დიდი მიღწევა იქნება, ვიდრე რუსების დარწმუნება, რომ ევროპელები მოლაპარაკებებში ჩართონ.
„თუ ევროპა შეძლებს, ერთი ადამიანი შეარჩიოს, რომელიც მისი სახელით ილაპარაკებს, ეს უფრო დიდი მიღწევა იქნება, ვიდრე რუსების დარწმუნება, რომ ევროპელები მოლაპარაკებებში ჩართონ“, - განაცხადა კუშნერმა აბუ-დაბიში რუსეთი-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
ცნობისათვის, 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.





