11 ნოემბერი 2026, 12:54
აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა
მსოფლიო

ფოტო: TASS
გაზიარება
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში იმართება. მოსალოდნელია, რომ დღეს მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს განიხილავენ.
რუსულ დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო.





