02 ნოემბერი 2026, 09:11
უკრაინის ქალაქ ოლეშკიში დროებითი ზავის ვადა ამოიწურა - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდში ქალაქიდან 800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მსოფლიო

ფოტო: BBC
გაზიარება
უკრაინის ქალაქ ოლეშკიში დროებითი ზავის ვადა ამოიწურა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდში ქალაქიდან 800-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დარჩენილ მოსახლეობას კი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს.
ეს ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე ხანგრძლივი შეთანხმება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ის პირველი ლედის, მელანია ტრამპისა და რომის პაპის შუამავლობით გახდა შესაძლებელი.





