14 თებერვალი 2017, 16:15
პაატა კუპატაძე
კიმ ჩენ ინის ნახევარძმა ინდონეზიაში მოკლეს
მსოფლიო

კიმ ჩემ ინი
გაზიარება
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის კიმ ჩენ ინის ძმა დღეს მალაიზიაში მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა Independent სამხრეთ კორეულ სააგენტო Yonhap News reports-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, კიმ ჩემ ნამს, კუალალუმპურის აეროპორტში, ორი ქალი დაესხა თავს. როგორც ირკვევა, ის მოწამლული ნემსით მოკლეს.
კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში მას შემდეგ იმალებოდა, რაც მისი ბიძა ფხენიანმა სიკვდილით დასაჯა. ჩან სონ ტხეკი 2013 წელს სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს. რაც შეეხება კიმ ჩენ ინის ძმას, მის ლიკვიდაციას ფხენიანი 2009 წლიდან გეგმავდა.





