19 ოქტომბერი 2026, 09:17
მარინ ლე პენი: ვითარება საგანგაშოა. ჩვენი ქვეყანა ძალადობასა და უმოქმედობას შორის არის მოქცეული და შეიძლება ითქვას, რომ მძევლადაც კი იქცა
მსოფლიო

მარინ ლე პენი
ფოტო: Reuters
გაზიარება
„ეროვნული გაერთიანების” ერთ-ერთი ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთში არეულობას ეხმაურება. ვიდეომიმართვა მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„ჩვენ ნდობისა და ავტორიტეტის ღრმა კრიზისს განვიცდით, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ვითარება საგანგაშოა: ჩვენი ქვეყანა ძალადობასა და უმოქმედობას შორის არის მოქცეული და შეიძლება ითქვას, რომ მძევლადაც კი იქცა“, - წერს ლე პენი.





