მოსკოვში ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების არ დაწესების შესახებ ისტორიული ნაბიჯი უწოდეს
მსოფლიო

კირილ დმიტრიევი
ფოტო: Getty Images
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სენატორ ლინდსი გრემის შემუშავებული კანონის საფუძველზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე უარის თქმა არის ისტორიული მომენტი.
„ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გრემის კანონს მოქმედების შეჩერება მნიშვნელოვანი და ნამდვილად ისტორიული მომენტია. აღნიშნულ კანონს, რომელშიც სენატორ გრემის სიკვდილის შემდეგ კარდინალურად ნეგატიური ცვლილებები განხორციელდა, შეეძლო, ფაქტობრივად, სრულად შეეჩერებინა რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთქმედება და სერიოზული ზიანი მიეყენებინა, პირველ რიგში, მთელი ამერიკული ეკონომიკისა და მსოფლიო ბაზრებისთვის“, - დაწერა დმიტრიევმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
პუტინის სპეცწარმომადგენლის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას უწყობს ხელს და ნდობის გაძლიერებისა და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საფუძველს ქმნის.
„სანქციებისა და კონფრონტაციის ნაცვლად - დიალოგი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და გლობალურ სტაბილურობაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების პროცესი შეაჩერა.





