16 ოქტომბერი 2026, 14:26
კაია კალასი: ევროპა უკრაინისთვის Starlink-ს ვერ ჩაანაცვლებს
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ევროკავშირს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახლო პერსპექტივაში უკრაინისთვის Starlink-ი ახალი თანამგზავრული კავშირით ჩაანაცვლოს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
„დიახ, Starlink-ი უკრაინისთვის საჭიროა და სამწუხაროდ, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპას ამ შესაძლებლობის ჩანაცვლება არ შეუძლია“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, დღეს ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხს, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები განიხილავენ.





