ზელენსკი პირს მორგანის კითხვაზე, გრძნობს თუ არა იგი ღალატს შექმნილი ვითარების გამო: ჩვენ შორის რომ ვთქვათ, დიახ, ნამდვილად არის ღალატის განცდა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
GettyImages
უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არსებულ ვითარებასა და პირად განცდებზე ისაუბრა.
წამყვანის შეკითხვაზე - გრძნობს თუ არა იგი ღალატს შექმნილი ვითარების გამო - ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ მისი პირადი ემოციები.
„ჩვენ შორის რომ ვთქვათ, დიახ, ნამდვილად არის ღალატის განცდა. თუმცა, ეს ბევრად უფრო რთული საკითხია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაძლოს და გადარჩეს“, - დასძინა მან.





