14 ოქტომბერი 2026, 09:04
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით გამოცემა Hokkaido Shimbun-ის ჟურნალისტი დააკავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტის დაკავება სახალინზე მოხდა. მოგვიანებით ის მოსკოვში გადაიყვანეს. მოსკოვის სასამართლომ იაპონელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, ჟურნალისტი რუსეთში აგროვებდა ინფორმაციას კურილის კუნძულებიდან უკრაინასთან საომრად წასული სამხედროების შესახებ და საამისოდ ადგილობრივ მოსახლეობას იყენებდა.





