პარიზსა და ლიონში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა
მსოფლიო

AFP
საფრანგეთში, სტუდენტური მობილიზაციის მეხუთე ტალღის ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებითა და ვანდალიზმით დასრულდა. არეულობის კერები განსაკუთრებით პარიზსა და ლიონში დაფიქსირდა.
დედაქალაქში ვითარება ვობანის მოედანზე დაიძაბა. დემონსტრანტებმა ავტომობილი დაწვეს.
სამართალდამცველებმა ალმოდებული ავტომობილის ირგვლივ უსაფრთხოების პერიმეტრი შექმნეს, რის შემდეგაც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
მეტროსადგურ „დიუროკთან“ ვანდალურად დაარბიეს ღვინის მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ობიექტი.
სერიოზული დაპირისპირება მოხდა ლიონშიც, სადაც ასობით პროვოკატორმა ქალაქის ინფრასტრუქტურა და მაღაზიები დააზიანა, სამართალდამცველებს კი სხვადასხვა საგნები დაუშინა.
არეულობის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 4 პოლიციელი და ჟანდარმი.





