სერიალ „მძიმე დანაშაულის“ ვარსკვლავი არ ჯეი მიტი 34 წლისა გარდაიცვალა
მსოფლიო

არ ჯეი მიტი
ფოტო: AP
ამერიკელი მსახიობი არ ჯეი მიტი, რომელმაც სერიალში „მძიმე დანაშაული“ უოლტერ უაიტ უმცროსის როლი შეასრულა, 34 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მსახიობის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიტი 12 ოქტომბერს ტეხასის შტატის ქალაქ ბრაუნსვილში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა.
მსახიობი „მძიმე დანაშაულში“ 2008-დან 2013 წლამდე მონაწილეობდა. მან მთავარი გმირის შვილის როლი განასახიერა და ამ ნამუშევარს საკუთარ კარიერაში გარდამტეხი მომენტი უწოდა.
მიტს სამი წლის ასაკში ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. იგივე დიაგნოზი ჰქონდა მის პერსონაჟსაც.
არ ჯეი მიტი აქტიურად იბრძოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის და ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობდა ორგანიზაციასთან Shriners Hospitals for Children ერთად. ის ასევე იყო ორგანიზაციის United Cerebral Palsy ელჩი და ფონდს Mitte Foundation ხელმძღვანელობდა.





