11 ოქტომბერი 2026, 17:38
ნეპალში ახალი წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ნეპალში წყალდიდობა მოხდა. დედაქალაქ კატმანდუდან დაახლოებით 60 კილომეტრში, გორხას რაიონის სოფელ ჩუმნუბრიში მშრალმა მეწყერმა მდინარე ბუდჰი განდაკი გადაკეტა. ხელისუფალთა მონაცემებით, წაღებულია 4 დაკიდებული ხიდი და 12 სახლი, დაზიანდა ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურიც. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, 5 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აგვისტოში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბური წყალდიდობა მოხდა, რა დროსაც 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაკარგულად ითვლება.





