POLITICO: ნატო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული სწავლება მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
მსოფლიო

GettyImages
ნატო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული სწავლება მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - წერს გამოცემა POLITICO.
ხუთშაბათს ნატომ განაცხადა, რომ 13-დან 23 ოქტომბრამდე დაგეგმილ ყოველწლიურ სწავლებაში - Steadfast Noon - ალიანსის 17 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
თუმცა, წელს ეს წვრთნები მოსკოვსა და ნატოს შორის წერილების მწვავე გაცვლა-გამოცვლის ფონზე ტარდება, რაც აგვისტოში, რუსეთის ანკლავ კალინინგრადის სიახლოვეს ალიანსის მიერ ჩატარებულ სწავლებებს მოჰყვა.
„ჩვენ ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ და ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა ნატოს ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა, ნასიმა ბეროუსმა. - „ეს პროცესი პროგნოზირებადია და არასწორი გათვლების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“.
„მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა ვიყოთ მზადყოფნაში და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება და დაცულობა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.





