მარინ ლე პენი: თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პირველები სწორედ ჩვენ დავზარალდებით
მსოფლიო

მარინ ლე პენი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პირველები სწორედ ჩვენ დავზარალდებით და ეს ორი მიმართულებით მოხდება.
ერთის მხრივ, მოგვიწევს ძლიერ არათანაბარ კონკურენციასთან გამკლავება, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვნად შემცირდება ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილი“, - დაწერა ლე პენმა სოციალურ ქსელ X-ში.





