აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი საიდუმლო პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი საიდუმლო პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარა. ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა აგენტმა ფიქციური კომპანიის გამოყენებით 145 მილიონი დოლარით ფლორიდაში ძვირად ღირებული უძრავი ქონება იყიდა.
ვირჯინიაში მდებარე მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 46 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 298 ოქროს ზოდი, 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და 35 ცალი ძვირად ღირებული მაჯის საათი აღმოაჩინა.
მასშტაბურ თაღლითობასთან ერთად, ყოფილმა ოფიცერმა ასევე აღიარა უცხოელი ოფიციალური პირისთვის განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა. ბრალდებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





