რუსეთის ზეგავლენასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირი 6 ქვეყნის მიღებას გეგმავს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
რუსეთის ზეგავლენასა და მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით, ევროკავშირი საზღვრების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
სტატიის მიხედვით, ევროკავშირი აპირებს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ექვსი ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
როგორც მედიაში აღინიშნა, ევროკავშირი ალბანეთს, სერბეთს, მონტენეგროს, კოსოვოს, მაკედონიასა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გაწევრიანების წინადადებას გაუგზავნის 2025 წლისთვის.
ვროპაში, შიშობენ, რომ მოსკოვი რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს და თითქოს "გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაპირებებთან მიმართებაში მზარდია უნდობლობა რეგიონში, რა დროსაც რუსეთი მათ სთავაზობს ალტერნატიულ პარტნიორს,"- წერს გამოცემა.
ევროკომისიის დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგია 6 თებერვალს გამოქვეყნდება. სტრატეგია ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია, რათა ბალკანეთის 6 ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო მოქნილი გახდეს.





