ბორის ჯონსონი შვეიცარიაში აღმოჩენილი მუმიფიცირებული ქალის შთამომავალი აღმოჩნდა
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
ფოტო: shutterstock.com
შვეიცარიელმა მეცნიერებმა იმ ქალის ვინაობა დაადგინეს, რომლის მუმიფიცირებული სხეული ქალაქ ბაზელის ეკლესიის რეკონსტრუქციის დროს აღმოაჩინეს. მათ გარდაცვლილის გენეალოგიაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მისი შორეული შთამომავალია. ამის შესახებ BBC წერს.
მუმია 1975 წელს იპოვეს, თუმცა მისი სახელის დადგენა მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან დნმ-ის ტესტის დახმარებით შეძლეს. ქალი ანა კატარინა ბიშოპი აღმოჩნდა, ის ბაზელში 1787 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კი ვერცხლისწყლით მოწამვლა გახდა.
ანა კატარინა ბიშოპის მეუღლე მღვდელი იყო. წყვილს 7 შვილი ჰყავდა. მეცნიერები ქალის გენეოლოგიის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს,რომ ბორის ჯონსონი მისი ერთ-ერთი შთამომავალია. თავად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ მოსაზრებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





