05 ოქტომბერი 2026, 13:25
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა 42%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია
მსოფლიო

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
კვირას ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა 42% მივიდა, რაც 2022 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.
ცნობისთვის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატებს, საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა პალატისა და ფედერაციის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ასევე, სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს, პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ირჩევდნენ.





