03 ოქტომბერი 2026, 18:54
The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
რუსეთი გეგმავს, ზამთარში უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული არმია უკრაინის დასავლეთით ჰიდროელექტრო სადგურებსა და სამ მოქმედ ატომურ ელექტრო სადგურზე იერიშებს სამ ეტაპად გეგმავს.
ამასთან, როგორც The New York Times-ის სტატიაშია აღნიშნული, სამიზნეში არ შედის ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური, რადგანაც ამ ეტაპზე ის რუსეთის კონტროლქვეშაა.





