24 იანვარი 2018, 22:29
ამერიკაში ტანვარჯიშის ნაკრების ექიმს 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ნაკრების ყოფილ ექიმს, ლარი ნასარს 175-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში, ტანვარჯიშის ნაკრების ექიმად მუშაობდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის სპორტსმენ გოგოებს სექსუალურად ავიწროებდა.
54 წლის ლარი ნასარის წინააღმდეგ ჩვენება 160-მა სპორტსმენმა მისცა.
ნასარმა ტანვარჯიშის გუნდის წევრებზე სექსუალური ძალადობა აღიარა.





