06 სექტემბერი 2026, 14:31
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.
„ცაჰალის“ ინფორმაციით, თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით განახორციელა. ისრაელელი სამხედროები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან.





