თურქეთი აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტს უარყოფს
მსოფლიო
თურქეთი სირიაში, კერძოდ კი, აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებას უარყოფს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"როგორც ყოველთვის ტერორისტები ახერხებენ მსოფლიო, პროპაგანდის საშუალებით, შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ. ისინი ლიკვიდირებულ ტერორისტებს მშვიდობიან მოსახლეობად ასაღებენ. ისინი იყენებენ სამოქალაქო პირებს, როგორც ცოცხალ ფარს. ჩვენი სამიზნე არც ჩვენი ქურთი ძმები და არც სირიელები არიან. ჩვენ მხოლოდ ტერორისტებს ვებრძვით ", - წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ სირიის აფრინის რაიონში თურქულ არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.
„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ცდილობენ ტერორისტები გაქცევას. ისინი გაიქცევიან, ხოლო ჩვენ მათ დავედევნებით. ჩვენი შეიარაღებული ძალები უახლოეს დროში დაასრულებენ აფრინში ოპერაციის ჩატარებას“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყარონ იმედები.
„თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“ - აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთმა სირიაში ტანკებიც შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.
თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” გასულ კვირას დაიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.
As always, the #PYD/#YPG terrorists continue to deceive the world with nonsense propaganda and baseless lies by showing neutralized terrorists as civilians. They use civilians as human shields. Our target is neither our Kurdish brothers nor Syrians. We are only after terrorists.
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) January 21, 2018





