ერდოღანი: ვხედავთ როგორ ცდილობენ ტერორისტები გაქცევას,ჩვენ მათ დავედევნებით
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: shutterstock.com
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.
„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ცდილობენ ტერორისტები გაქცევას. ისინი გაიქცევიან, ხოლო ჩვენ მათ დავედევნებით. ჩვენი შეიარაღებული ძალები უახლოეს დროში დაასრულებენ აფრინში ოპერაციის ჩატარებას“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყარონ იმედები.
„თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“ - აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია.
მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.
მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.





