22 იანვარი 2018, 10:12
სირიის აფრინის რაიონში შეტაკების დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: twitter
გაზიარება
სირიის აფრინის რაიონში თურქულ არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები აქტიურ ფაზაშია. ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა თურქულ ქალაქ რეიჰანლიში სარაკეტო იერშის შედეგად რომელიც აფრინის რაიონიდან განხორციელდა.
ქურთი ამბოხებულების დანაყოფის „ სახალხო თავდაცვის ძალების“ მტკიცებით მათ სამი თურქული ტანკი გაანადგურეს და მოწინააღმდეგეს უკან დახევა აიძულეს. სარაკეტო იერიში ქურთების მხროდან თურქეთი სმიერ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ საპასუხო რეაქცია გახდა. პარალელურად ვრცელდება ცნობები რომ თურქული არმიას სარაკეტო იერიშები მიაქვს ქურთების პოზიციებზე აფრნის ორ დასახლებაში კორდუსა და ბალიაში.





