მედია: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს
მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანი სედრაკ ქოჩარიანი
ფოტო: Armenpress
სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მანამდე სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე მიმდინარეობდა.
რობერტ ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა ბაგრატ მიკოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი დღეს დილით ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველები რობერტ ქოჩარიანის ვაჟების, ლევონ და სედრაკ ქოჩარიანების საცხოვრებელ ბინებში შევიდნენ.





