17 აგვისტო 2026, 17:05
ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.
ისრაელის მედიის ცნობებით, ნეთანიაჰუს დღეს „მშვიდობის საბჭოს“ ელჩები - ნიკოლაი მლადენოვი და ტონი ბლერიც შეხვდებიან.
მანამდე კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ დელეგაციას შეხვდა. არსებული ინფორმაციით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ცდილობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაზე იერიშების შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის პირობის შესრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.





