16 აგვისტო 2026, 17:06
ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის შტაბის პრესმდივანმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა მარტინ ო'დონელმა განაცხადა, რომ დრონი სავარაუდოდ, რუსული წარმოშობისაა.
ეს წელს რუმინეთში ჩამოგდებული მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.





