თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციები დაბომბა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა ცოტა ხნის წინ სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.
მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.
თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, განდევნოს აფრინიდან ქურთები, რომლებმაც აღნიშნული რაიონი 2012 წელს დაიკავეს.
დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.
19 იანვარს, თურქმა სამხედროებმა ქურთთა შენაერთის მიმართულებით დაიწყეს სროლა ქალაქ აფრინთან, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარე ალეპოს პროვინციაში მდებარეობს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ ქურთთა სამხედროებზე თავდახმის ბრძანება გაცეულია და ის არ შეიცვლება.
15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.





