უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე გამანადგურებელი F-16 დაკარგა
მსოფლიო

ფოტო: UNIAN
უკრაინამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე გამანადგურებელი F-16 დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
„2026 წლის 29 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების გამანადგურებელ F-16-თან კავშირი გაწყდა. ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე პილოტი მტრის საჰაერო სამიზნეების გადასაჭრელად საბრძოლო დავალებას ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე გაუმართაობა წარმოიშვა, რის გამოც მფრინავს კატაპულტირება დასჭირდა“, - აღნიშნეს უწყებაში.
მათივე ცნობით, ამჟამად პილოტი სრულ უსაფრთხოებაშია - ის უკვე ევაკუირებულია და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.





